მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ძირითადი ანაზღაურება სამუშაო საათების მიხედვით გამოითვლება. პედაგოგის ხელფასი შესაძლოა, ყოველწლიურად განსხვავებული იყოს, ეს სწორედ მის საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული.
არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:
თუ მასწავლებლის დატვირთვა 18 საგაკვეთილო საათზე ნაკლებია, მისი საათობრივი ანაზღაურება განსხვავებულად გამოითვლება. რაც შეეხება სტატუსის დანამატს, პედაგოგებისთვის დანამატის სრულად მისაღებად 15 საათიც საკმარისია, თუმცა 15-ზე ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში სტატუსის დანამატიც პროპორციულად მცირდება.
როგორ გამოითვლება მასწავლებლის ანაზღაურება ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში? მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ:
„ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი თანამდებობრივი სარგო=სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო დატვირთვა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე“.
ცნობისთვის, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ