მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო ინფორმაციით ხვდება. სკოლა საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობისთვის შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სკოლაში ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდება.
სკოლაში წარმატება ახარებთ და პროექტს ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას სასიამოვნო ინფორმაციით ვხვდებით! განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო პლატფორმა CK-12 მიერ, ახალი ინიციატივის ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსში - „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, შერჩეულ 60 სკოლას შორის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის შერჩევა სასიხარულოა და სიამაყით გვავსებს! უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და განათლების კოალიციას!
ინიციატივის მიზანია CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
2022-2023 სასწავლო წელს, ქსელში ჩართული საჯარო სკოლები უზრუნველყოფენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ck-12-ის ქართულ გვერდზე არსებული რესურსების დანერგვას სასწავლო პროცესში, STEM საგნის მასწავლებლის პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართვას და მხარდაჭერას. წარმატებები თითოეულ სკოლას!
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ხორციელდება პროექტის - „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას