მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ პაპაშვილი ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ მხარდაჭერით ბოსნია-ჰერცოგოვინაში საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა.
მოსწავლე დაესწრო ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც ნიკოლოზმა ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის გზებს გაეცნო და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთო. მოსწავლე ბოსნია-ჰერცოგოვინადან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა. მის შთაბეჭდილებებს სკოლა სოციალური ქსელის დახმარებით გვიზიარებს, რომელსაც გთავაზობთ:
„2021 წლის ზამთრიდან გავწევრიანდი ევროპის ფონდში - „ახალგაზრდულ იდეაში“, სადაც ვასრულებდი უამრავ აქტივობებსა და ჩემს თანატოლებთან ერთად ფასეულ გამოცდილებას ვღებულობდი, პროექტის ბოლოს გამოცხადა მიღება ბოსნია-ჰერცოგოვინაში წასვლაზე. რისთვისაც დაგვჭირდა რაღაც დონის ინგლისურის გადალახვა, რომელიც შეადგენდა: 1 ეტაპს -ტესტირებას და მე- 2 ეტაპს - გასაუბრებას. მე ორივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და მოვხვდი 15 კაცში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კახეთის რეგიონიდან მხოლოდ 2 ბავშვი ვიყავით. ყოველ დღე გვიტარდებოდა ტრენინგები, რომლის მთავარი მიზანი იყოც ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა აღმოგვფხვრა ის და არა მარტო ოჯახური ძალადობა. ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრი რამ შემმატა, შევიძინე ახალი მეგობრები, როგორც საქართველოდან, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინადან. ვიზიტი დამეხმარა ინგლისური ენის გაუმჯობესებაში და მასწავლა, რომ საქართველოში საჭმელი ყველაზე გემრიელია“,- გვიყვება მოსწავლე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას