სიახლეები
სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამებში მინისტრმა ცვლილება შეიტანა - დეტალები
24-08-2022
-
+


განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სრულდება „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში“, უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით, ჩაითვალოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან პირდაპირ კავშირში მყოფ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად;

პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია, ცვლილების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება ცვლილების შეტანის შესახებ. ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კი, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმირებას.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.

„ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, განისაზღვრება კომისიური წესით.

კომისიაში შედიან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით; 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორში“ შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს  წინადადება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში ცვლილების შეტანის შესახებ.

დეტალური სფეროს ცვლილებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმირებას“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება