სიახლეები
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის მიზანი და მთავარი ფუნქციები
26-08-2022
-
+


რა არის ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანი, რა ფუნქციებისა შესრულება შეგიძლიათ და რა ინფორიმაციას ნახავთ - დეტალურ ინსტრუქციას პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განახლებული ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უმარტივებს, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება
  • მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
  • სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების ჩანიშვნა
  • მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება
  • მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა
  • სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების თვალყურის მიდევნება
  • შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება

პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ.

პედაგოგების მსგავსად, სისტემაზე წვდომა ნებისმერი ადგილიდან, მობილური ტელეფონისა და პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით მშობლებსაც შეუძლიათ და მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა შეძლებენ შვილის სასწავლო პროცესის კონტროლს.

განახლებული ელექტრონული ჟურნალი TEAMS-ის პროგრამაშია ინტეგრირებული, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროცესებს მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.

ასევე შეგიძლიათ საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი EL.GE-ის პლატფორმაზე იხილოთ ვებინარი და გაიგოთ ყველაფერი ელექტრონული ჟურნალის განახლებული ფუნქციონალის შესახებ.

სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით. ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს:

ელექტრონული ჟურნალის ვებ გვერდის მისამართია: onlineschool.emis.ge

ელექტრონული ჟურნალი ინტეგრირებულია სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემა Eschool-ში.

ელექტრონული ჟურნალის მოხმარებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი განთავსებულია საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალ EL.GE-ზე: https://el.ge/articles/microsoft/category/465?microsoft

იხილეთ: სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშება - კიდევ რა იცვლება სისტემაში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება