სიახლეები
სიახლეები

უსტატუსო მასწავლებლების ადგილზე ვაკანსიები გამოცხადდა - ტყიბულის რესურსცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
24-08-2022
-
+


ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივ სკოლებში პედაგოგების ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა ვაკანსიებზე ღია კონკურსი გამოცხადდა, ისეთ პოზიციებზე, სადაც უსტატუსო მასწავლებლები იყვნენ დროებით დასაქმებული და 2 წლის განმავლობაში ვერ აიმაღლეს სტატუსი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იხ. N174/ნ ბრძანება-https://matsne.gov.ge/ka/document/view/4638766?publication=3

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად - http://teacherjobs.ge/-ზე ,კანდიდატისთვის დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,, მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის’’ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლებში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე საკონკურსო კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

კონკურსის ეტაპებია:
საბუთების გადარჩევა;
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს. გისურვებთ წარმატებებს.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება