მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ - ესაა პროექტი, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; არაერთმა მოსწავლემ, სწორედ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლებები ხელს უწყობენ არაფორმალური განათლების პროექტებს.
ეროვნული ინტელექტ-ჩეპიონატის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქტომბრის სკოლის მოსწავლე, გიორგი ჩხიკვაძე გახდა, რომელსაც ახლახან ქედის მერი - როლანდ ბერიძე პირადად შეხვდა;
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - დურმიშხან შავიშვილი, ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგაძე, პედაგოგები, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და რა თქმა უნდა, „ეტალონის“ პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი ჩხიკვაძეს, როგორც ეროვნული ინეტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს, „ეტალონისგან“ სპეციალური დიპლომი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა. მნიშვნელოვანი ჯილდო გამარჯვებულმა „ეტალონის“ პროექტების თანამოაზრისგან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისგან მიიღო.
„ვულოცავ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას; გიორგი ჩხიკვაძემ არა მხოლოდ სკოლა, მასწავლებლები და ოჯახი ასახელა, არამედ მთელ ჩვენს მუნიციპალიტეტს გაუთქვა სახელი“, - აღნიშნა ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ეტალონი“ წლებია, მომავალი თაობების განათლებას ემსახურება და ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის შევუწყობთ ხელს, რათა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ მიიღონ საფუძვლიანი განათლება, არამედ იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია; წარმატებას ვუსურვებ როგორც გიორგი ჩხიკვაძეს, ისე „ეტალონს“, რომელმაც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა წარმოაჩინა“.
ნონა გორგაძემ, ოქტომბრის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა გაგვიმხილა, რომ ძალიან ამაყობს გიორგის შედეგით, რაც, რა თქმა უნდა მასწავლებლების დამსახურებაცაა, თუმცა ეამაყება, რომ მოსწავლე მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით არც კმაყოფილდება და სჯერა - ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება კიდევ ბევრი წარმატების საფუძველი გახდება: „მე, როგორც მასწავლებელი, როგორ სკოლის დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგის შედეგით, რაშიც დიდი წვლილი თავად მასვე მიუძღვის. რა თქმა უნდა მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებს მისცენ სათანადო განათლება, თუმცა გიორგი მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით არ კმაყოფილდება, მუდმივად ძიებაშია და შედეგმაც არ დააყოვნა. მინდა, მადლობა ვუთხრა „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც მომავალ თობას აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ ცოდნა და ეს უდავოდ საშვილიშვილო საქმეა... „ეტალონს“ ანალოგი არ აქვს...
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები ესწრებოდნენ. ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ წარმატება შეუმჩნეველი არავის დარჩება და რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ისევე ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით, როგორც სასკოლო საზოგადოება“.
დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ კი აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პროექტების ხელშეწყობაა აუცილებელი, როგორიც „ეტალონია“: „მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ იცოდეს - ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ“.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რადგან სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენ ქვეყნის მომავალი: „მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ეს შეხვედრა მოაწყო, რადგან აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობდეს არაფორმალური განათლების პროქტებს, რაც, რა თქმა უნდა, მოტივაციას აძლევს წარმატებულ მოსწავლეებს. ასეთ ახალგაზრდებს სწორედ ჩვენ უმდა მივცეთ გასაქანი, რადგან განათლებაა უმთავრესი პრიორიტეტი და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. გიორგის ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, „ეტალონის“ შესახებ კი ვიტყვი, რომ მისი დაარსების დღიდან ერთგული გულშემატკივარი ვარ, მადლობა ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს და დგას საქართველოს სამსახურში“.
ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დურმიშხან შავიშვილმა განაცხადა, რომ „ეტალონისა“ და ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტების არსებობა, ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა ვითარებაა სკოლებში: „მოხარული ვარ, რომ ბატონი როლანდ ბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ გიორგი ჩხიკვაძეს... ზოგადად, ასეთი ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში უმნიშვნელოვანესია, რათა მთავრობა საქმის კურსში იყოს, თუ რა ვითარებაა სკოლებში; გარდა ამისა, მოსწავლეებისთვისაც მოტივაციაა, მათ იციან, რომ მცირე წარმატებაც კი არავის დარჩება შეუმჩნეველი - ნიჭი არასოდეს იკარგება!
რაც შეეხება „ეტალონს“, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ყოველთვის გვეხმარება, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში და სასკოლო ცხოვრებაში“...
თავად ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულმა გიორგი ჩხიკვაძემ კი აღნიშნა, რომ ყოველთვის ეცდება, გაამართლოს გულშემატკივრების იმედები: „მოხარული ვარ რომ მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემთან შეხვედრა გადაწყვიტეს. ბატონ გოჩასთან პირადად შეხვედრის საშუალებაც მომეცა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება, არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვეცდები, იმედები გავამართლო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი სხვა ბავშვებსაც დიდ მოტივაციას მისცემს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.