სიახლეები
სიახლეები

„გაუქმდეს სქემა“ ნიშნავს, მასწავლებლებმა დაკარგონ მენტორის, წამყვანის, უფროსის სტატუსები!“
26-08-2022
-
+


მასწავლებლები გამოცდების საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან, თუმცა ნაწილი საკუთარი ქულებით უკმაყოფილოა და მიუხედავად იმისა, აპელაციების პასუხები ჯერ უცნობია, ფაქტია - 2022 წლის ტესტირებამ პედაგოგებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე იქამდეც კი მივიდა, მათი ნაწილი სქემის საერთოდ გაუქმებას ითხოვს.

რა მოხდება სქემა მართლაც რომ გაუქმდეს? - ეს კითხვა დღეს საკმაოდ აქტუალურია და პასუხის მისაღებად, Etaloni.ge- მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა:

- სქემის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაც კი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოთხოვნა არ გამოხატავს პედაგოგთა კორპუსის საერთო განწყობას და ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის.

განვითარებულ ქვეყნებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა სისტემა მოქმედებს და მიმაჩნია, რომ სქემა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს; ეს არ ნიშნავს, რომ იდეალური დოკუმენტია - პრაქტიკაში არაერთი ხარვეზი გამოვავლინეთ, კრიტიკაც გამოგვითქვამს სქემის ნაკლოვანებებზე და დღესაც მოითხოვს დახვეწას...

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, სწავლების ერთი სისტემიდან გადავედით თანამედროვე სტანდარტების, თვისებრივად განსხვავებულ, მსოფლიოში აღიარებულ  სისტემებზე - ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს და დროში გაიწელა, რასაც აქვს თავისი საფუძვლები... მაგალითად, ის, რომ სქემის ცვლილება, მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ვერ ვიქნებით უმადურები, ეს იყო სამინისტროს კეთილი ნება.

სქემა არის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს რეფორმის ეტაპებს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს. თანამედროვე სწავლების მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, პედაგოგების წინაშე დგება ახალი ვალდებულებები, რაც გულისხმობს გადამზადების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებას.

მესმის პედაგოგების - რეფორმის პერიოდში არასტანდარტული გამოწვევებისა თუ სიახლეების წინაშე დადგნენ... გამომდინარე აქედან, დროა, ყველაფერი დასრულდეს, ვინაიდან მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სწავლა-სწავლების ხარისხი ქვეყანაში არ ამაღლდა. ამას მხოლოდ სქემას ვერ დავაბრალებთ და ვერც მასწავლებლებს გადავაბრალებთ.

- და რა არის ამის მიზეზი, ქალბატონო მაია?

- ალბათ შეღავათები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საჭიროებებსა და მასწავლებლების შესაძლებლობებზე იყო მორგებული...

- ანუ გარკვეული კომპრომისები სამინისტროს მხრიდან და ლოიალური დამოკიდებულება გახდა საფუძველი იმისა, რომ სწავლა-სწავლების ხარისხი ქვეყანაში არ ამაღლდა?

- სწავლა-სწავლების ხარისხი უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, ამას ვერც ერთი სქემა და ვერც მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომა ვერ განსაზღვრავს - ოჯახების სოციალური მდგომარეობა, რამდენად არიან მოსწავლეები უზრუნველყოფილნი საგანმანათლებლო რესურსებით, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან განათლებას... ეს კომპლექსური საკითხია.

- და კიდევ ერთი საკითხი ისაა, რომ არ არსებობს კვლევა - რამდენად გაუმჯობესდა სწავლების ხარისხი მასწავლებლების გამოცდებით... არ დადგა დრო, ეს კვლევა ჩატარდეს და პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას - რა მისცა პედაგოგების დაუსრულებელმა ტესტირებამ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას?

- სქემით განსაზღვრული ვალდებულებების ნაწილია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება, რისი ვალდებულებაც პედაგოგს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეგულირებად პროფესია. მასწავლებელთა გამოცდებს მე ვერ შევაფასებ, რადგან ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ საკითხზე, თუმცა ერთი უნდა ვაღიაროთ - პედაგოგთა ნაწილმა ვერ შეძლო თავისი კვალიფიკაციის, რეალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, რაც გამოცდების თანმდევია... ამის გამოსასწორებლად ჩვენ ორგანიზაციას გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რაც ჯერ სამინისტროს უნდა გავაცნოთ და შემდეგ უკვე შეიძლება საჯაროდ საუბარი...

ზოგადად, ჩვენი ინიციტივით ბევრი ცვლილება განხორციელდა პედაგოგთა სასარგებლოდ და ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს სქემის მიხედვით სასწავლო პროცესში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან პედაგოგები - ყველა სტატუსს, განსხვავებულ ანაზღაურებასთან ერთად, დამატებითი დატვირთვა აქვს; პროფესიული სტანდარტით, მაღალი სტატუსის მასწავლებლებს აქვთ ვალდებულებები - თუნდაც კოლეგების დახმარება, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სკოლაში გარკვეული ღონისძიებების განხორციელება... რამდენად სრულდება ეს ყველაფერი, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია პედაგოგთა გათანაბრების პრინციპი!

„გაუქმდეს სქემა“ - ნიშნავს, რომ ყველა სტატუსის მქონე მასწავლებელი უნდა გათანაბრდეს; მათ რეალურად უნდა დაკარგონ მენტორის, წამყვანის, უფროსის სტატუსები და მაშინ რას ეუბნებიან ამ იდეის ავტორები კოლეგებს, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს სტატუსის ამაღლებისთვის?! ეს სამართლიანი მოთხოვნაა?! - ასე ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი წარმატებულ კოლეგა-მასწავლებლებს უპირისპირდებიან და ითხოვენ, მათ ჩამოერთვათ სტატუსი.

და კიდევ ერთი - უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდა პედაგოგთა ჯგუფები თუ ორგანიზაციები, რომლებიც აყენებენ რეალობასთან შეუსაბამო მოთხოვნებს ისე, რომ ანალიზს არ უკეთებენ არსებულ მდგომარეობას. აქცენტი გადატანილი აქვთ ძირითადად მატერიალურ კეთილდღეობაზე, სტატუსის ამაღლებაზე და პარალელურად სქემის გაუქმებაზე.

ჩვენ ვერ დავეთანხმებით მაგალითად იმ მოსაზრებას, რომ პენსიონერების შემდეგ, ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვთ პედაგოგებს - ეს არის რეალობას მოწყვეტილი...  შემიძლია შევახსენო პედაგოგთა საზოგადოებას, რომ მენტორის დანამატი  1 350 ლარია, წამყვანის 1 050, ხოლო უფროსის 670, რაც შეეხება ცვლილებებს, სპეცმასწავლებლებისთვის დანამატის გაცემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და ამის მიხედვით ითვლება სტატუსის დანამატი... მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პედაგოგის საშუალო ხელფასი და  წლების განმავლობაში ჩვენ ვაყენებთ საკითხს საბაზო ხელფასის გაზრდის თაობაზე!

აქ ნამდვილად ყველა მასწავლებელს დავეთანხმები - საბაზო ხელფასის გაზრდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ამაზეა დამოკიდებული კლასის დამრიგებლობის, ასევე კლას-კომპლექტით სწავლებისა და ზეგანაკვეთური დანამატი... შესაბამისად, საბაზო ხელფასი მნიშვნელოვანია, მასწავლებლის დამატებითი შრომის ანაზღაურების საკითხი რომ მოწესრიგდეს...

აქედან გამომდინარე, სასურველია, პედაგოგთა სხვადასხვა ჯგუფმა, მოთხოვნების დაყენებამდე, ფუნდამენტურად გააანალიზოს არსებული მდგომარეობა ყველა კატეგორიის პედაგოგის ინტერესების გათვალისწინებით. ვინაიდან სქემის გაუქმება გამოიწვევს სტატუსების გაუქმებას, რაც ამ ადამიანებმა შრომითა და დიდი ნერვიულობით მოიპოვეს!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებთ - მუნიციპალური ბიუჯეტი

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 ნოემბერს გამართავს 

პიროვნება

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“ 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“

„დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე“ 
სკოლები

დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით 


მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს 

22 ნოემბერს კი,  2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა 
მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ 
ამ დღესთან დაკავშირებით, XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძეს“ 
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება