მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა დასაქმების ოფიციალურ საიტზე teacherjobs.ge, ბოლო ორ კვირაში 2700-მდე ახალი ვაკანსია გამოცხადდა. მართალია, ზოგ შემთხვევაში განაცხადის წარდგენის ვადები უკვე გასულია, თუმცა საერთო სურათიდან გამომდინარე ჩანს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ კადრებს მასობრივად ეძებენ.
მოთხოვნაა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის დაწყებითების, უცხოური ენების, სპორტის, ფიზიკის ქიმიისა და ჭადრაკის მასწავლებლებზე...
აქვე საინტერესო ისაა, რამ განაპირობა ვაკანსიების ამხელა მაჩვენებელი? - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ვაკანსიები უსტატუსო პედაგოგების სამუშაო ადგილებზე გამოცხადდა, რომელთაც ამჯერად გამოცდა ვერ ჩააბარეს; მით უმეტეს, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია (რაზეც etaloni.ge უკვე წერდა).
რა მოთხოვნები აქვთ სკოლებს და რა გზის გავლა უწევთ პედაგოგებს სკოლებში დასაქმებისთვის, ასევე ვაკანსიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იხილეთ ასევე:
უსტატუსო მასწავლებლების ადგილზე ვაკანსიები გამოცხადდა - ტყიბულის რესურსცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ