მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი დღე გერმანიის სკოლებში, როგორც წესი - საზეიმოა. ბავშვები ღონისძიებაზე მშობლებთან, ხანდახან კი მთელ ოჯახთან ერთად მიდიან. მშობლები ცდილობენ პირველკლასელებისთვის ეს დღე დაუვიწყარი გახადონ, ამიტომ სკოლაში ქაღალდის სასაჩუქრე კონუსს - Schultüte ატანენ.
Schultüte-ის სკოლაში გატანების ტრადიცია XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ბავშვებს უყვებოდნენ, რომ „შულტუტე“ მასწავლებლის სახლში ხეზე იზრდება, ხოლო როცა სასკოლო ასაკს მიაღწევდნენ მას მიიღებდნენ.
სწავლის დაწყებამდე მშობლებში შვილთან ერთად კონუსის ფორმის შეფუთვას ამზადებენ და მას აპლიკაციებით აფორმებენ. ადრე პირველკლასელთა მშობლები პაკეტს ტკბილეულით ავსებდნენ. დღეს ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით, მასში საკანცელარიო ნივთებს, სათამაშოებსა და ხანდახან, წიგნებსაც კი ალაგებენ. რა თქმა უნდა, ბავშვი მასში ტკბილ სიურპრიზსაც იპოვის.
უკვე მერხებთან პირველკლასელებს შეუძლიათ გახსნან ფერადი საჩუქარი და ნახონ, რა ჩადეს მასში მშობლებმა.
ასეთივე საჩუქრით მიდიან სკოლაში პირველკლასელები ავსტრიაში. სკოლის ადმინისტრაცია ღონისძიებას დიდ დარბაზში აწყობს. უფროსკლასელები კონცერტს ამზადებენ, შემდეგ კი ყველაზე პატარებს მათ Schultüte-ს და ყვავილების პატარა თაიგულებს ურიგებენ.
ახალი სასწავლო წელი ნიდერლანდებში აგვისტოს შუა რიცხვებში, ორშაბათობით იწყება. არაფერი საზეიმო ამ დღეს არ ხდება. ბავშვები უბრალოდ მიდიან სკოლაში, სადაც ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარეს არდადეგები. პარასკევს, კი სწავლის დაწყებამდე, ღია ბარათების კონკურსი ტარდება. ყველა ბავშვი არდადეგების დროს სკოლაში ხელნაკეთ ღია ბარათს აგზავნის, რომელთა შორის საუკეთესოს არჩევენ.
საშუალო სკოლაში კი სწავლის დაწყების მეორე დღეს მთელი კლასი, ან ზოგჯერ მთელი სკოლა, რაიმე საინტერესო ღონისძიებაზე მიდის: მაგალითად, ზღვაზე, ატრაქციონებზე ან პარკში.
ნორვეგიაში სწავლის პირველი დღე (ჩვეულებრივ, 18-20 აგვისტო) ერთობლივი ლანჩით იწყება, რომლის შემდეგ ყველა საკუთარ კლასში მიდის. პედაგოგებისთვის საჩუქრების გაკეთება მიღებული არ არის. ყვავილებით მასწავლებლების დასაჩუქრება კი წლის ბოლოს უყვართ.
საზეიმო ღონისძიება იაპონიაში მხოლოდ პირველკლასელებისთვის იმართება. დილით ოჯახი, ხანდახან, ტრადიციული იაპონური სამოსით, კლასის გასაცნობად მიდის. ამ დღეს, მასწავლებლები ბავშვებს სკოლაში მისვლას ულოცავენ და მშობლებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. დღის პირველ ნახევარშივე ბავშვები სახლში ბრუნდებიან. ამის შემდეგ პირველკლასელებს და მათ მშობლებს სკოლისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთი კვირა აქვთ. ერთ კვირაში კი, სკოლაში ყველა მოსწავლე მიდის.
აღსანიშნავია, რომ საჩუქრებსა და ყვავილებს მასწავლებლებს არ ჩუქნიან. ეს ქვეყანაში კანონით აკრძალულია.
აშშ-ი სწავლის პირველ დღეს საზეიმოდ გამოწყობილ მოსწავლეებს ვერ შეხვდებით. ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. სწავლის დაწყებაზე კი მხოლოდ მოკლე სასწავლო დღე მიანიშნებს.
ორი კვირის შემდეგ კი სკოლაში საზეიმო ღონისძიებას - Вack to school night ატარებენ. ეს არის დღესასწაული ბავშვებისა და მშობლებისთვის. ღონისძიება სკოლის ტერიტორიაზე ეწყობა და მას ორგანიზებას მშობელთა კომიტეტი უწევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...