სიახლეები
სიახლეები

განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა - მთავრობის გადაწყვეტილება  
29-08-2022
-
+


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა. 

მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის წევრებს სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო. 

აღსანიშნავია, რომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილ 10-წლიან გეგმაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.

დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება:

  • საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, დოკუმენტში, სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე, განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა.

სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებსაც. 

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების ინდიკატორების მითითებით. სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“, მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“, UNDP Georgia-ს და ევროკავშირის პროგრამის Skills for jobs-ის ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის 304-ე დადგენილებით შექმნილი 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები. 

პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ონლაინ ფორმატში გამართა საჯარო კონსულტაციები, რომელთა საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება