მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის ბიუჯეტში, საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაცემის საკითხი. უფრო კონკრეტულად კი პროგრამის მოსარგებლენი არიან:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი) - ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 40 ლარი. დახმარების მისაღებად კი სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ოჯახი ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი - ყოველთვიური დახმარება ერთ ბავშვზე 70 ლარის ოდენობით.
გ) შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების ფულადი დახმარება 300 ლარი.
სავალდებულოა არასრულწლოვანი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებული იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ