სიახლეები
სიახლეები

განსხვავებულია თუ არა დამრიგებლების ანაზღაურება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით? - კლასის ხელმძღვანელების დანამატი
08-10-2022
-
+


დამრიგებლობა საპასუხისმგებლო საქმეა. კლასის ხელმძღვანელებს საგნის სწავლებაზე მეტი მოეთხოვებათ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა; სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ, დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, დამრიგებელი უნდა იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ჰქონდეს ხშირი კომუნიკაცია მშობელთან და დროულად აწვდიდეს მას ინფორმაციას შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ.

დამრიგებლობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი მოვალეობების ცოდნას არ გულისხმობს. პედაგოგმა სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის თვალით უნდა შეხედოს სამყაროს, ესმოდეს მათი, ეხმარებოდეს თითოეულს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში, უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებზე და თანაბრად გასცემდეს მათდამი სიყვარულს.

რაც უფრო მეტია კლასში მოსწავლე, მით უფრო იზრდება დამრიგებლის დატვირთვა. განსხვავებულია თუ არა დამრიგებლების ანაზღაურება კლასში მოსწავლეთა რაოდენობისა მიხედვით? ერთნაირია თუ არა დანამატი 10 მოსწავლისგან და 25 მოსწავლისგან  შემდგარი კლასების ხელმძღვანელობისთვის?

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მოსწავლე ეყოლება მასწავლებელს სადამრიგებლო კლასში, დამრიგებლის დანამატი ყველა პედაგოგისთვის ერთნაირია. კლასის ხელმძღვანელის ანაზღაურება  101.25 ლარია. სწორედ ეს თანხა ემატება ხელფასზე პედაგოგს სადამრიგებლო კლასზე ზრუნვისთვის. აქედან მასწავლებელი ხელზე დაახლოებით 80 ლარს იღებს.

ცნობისთვის, აუცილებელია, რომ საჯარო სკოლაში დამრიგებელი იმავე სკოლის მასწავლებელი იყოს.

იხილეთ ასევე: რამდენი ლარია კლასის დამრიგებლის დანამატი და რა ევალება მას?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება