ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის, ნინი გოგუაძემ და ანი ხინთიბიძემ 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.