სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

უნივერსიტეტებში წარსადგენი დოკუნეტების ჩამონათვალი და რეგისტრაციის ვადები პირველკურსელებისთვის
05-09-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია, ახლა კი უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს. საქართველოს უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია სხვადასხვა დროს იწყება. გთავაზობთ რამდენიმე უნივერსიტეტში რეგისტაციის დაწყების თარიღსა და იმ საჭირო პროცდურების ჩამონათვალს, რაც პირველკურსელებმა უნდა გაიარონ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:


ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 5-13 სექტემბერი; აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია აიტვირთოს არაუგვიანეს 13 სექტემბრის 18:00 საათისა);

აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 14-19 სექტემბერი.

პირდი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 15-ის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • 1 ფოტოსურათი ზომით 3/4-ზე და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

2022-2023 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2022 წლის 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით. ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • 4 ცალი ფოტოსურათი 3 X 4 - ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- (დედნის წარდგინებით).
  • სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.

თავისუფალი უნივერსიტეტი:

თავისუფელ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 ეტაპად განხორციელდება. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება 3 სექტემბერს 22:00 საათზე. პირველკურსელმა შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები უნდა ატვირთოს: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • ელექტრონული სურათი (3/4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სკოლის ატესტატი.

მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. ის კახა ბენდუქიძის კამპუსში 6 და 7 სექტემბერს, 12:00 და 16:00 საათზე გაიმართება.

კონკრეტული განრიგის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის პირველი ეტაპის შემდეგ სტუდენტებს ინდივიდუალურად ეცნობებათ. პირველკურსელებმა თან უნდა იქონიონ:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:

პირველკურსელებმა  ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე,  5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, რეგისტრაცია უნდა გაირონ ვებპორტალზე: register.gtu.ge

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

1. ატესტატი (დედანი და ასლი);
2. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
3. ფოტოსურათი 3X4;
4. ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი);
5. პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (1125 ლარი).

საქართველოს უნივერსიტეტი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე (9 სექტემბრის გარდა).

რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე.(CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: 

რეგიტრაცია – 12-17 სექტემბერი, 9:00-17:00 საათამდე.

წარსადგენი საბუთების სია:

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ორიგინალი;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ელექტრონული ფოტოსურათი (დისკზე) და ფოტოსურათი 3X4 (2 ცალი);
4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
5. ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
6. IBSU-ს შიდა გრანტით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 2022 წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.  პირადობის მოწმობა (ასლი);
2.  წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3.  საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4.  თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5.  სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების შესაბამის ფაკულტეტებზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი:

პირველკურსელთა რეგისტრაცია - 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. 

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;  
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);  
3. 2 ცალი ფოტოსურათი 3X4;
4. ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
5, სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
6. სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
7. დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 6-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე ( II კორპუსი).

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი, ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; (შენიშვნა: არასრულწლოვან აბიტურიენტს უნდა ახლდეს მშობელი/მინდობილი პირი(სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ასლით.)
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებმა) ;
  • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან;
  • ფოტოსურათი (3×4) CD დისკზე;
  • სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
  • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);
  • სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი:

რეგისტრაცია - 2022 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად.
იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3czoMqb
მეორე ეტაპი - სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების განცხადება - „დღეს დუმილი დანაშაულია“

განათლების მინისტრი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„როცა  საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს უჭირთ წაკითხულის გააზრება, ეს უფრო დიდი პრობლემაა“ - კობახიძის ამ განცხადებას განათლების მინისტრი ეთანხმება 

მასწავლებლები და დირექტორები 3 დეკემბრიდან, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ და პეტიციას ავრცელებენ

გაივლის თუ არა ეს 9 საჯარო სკოლა ავტორიზაციას, საბჭოს სხდომაზე გადაწყდება - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 
სკოლები

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ

„იმედია წელსაც გაგახარებენ. წარმატებებს უსურვებთ მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში

მოსწავლეებმა პრეზენტაციები ხალისით წარადგინეს და დადებითი ემოციებითაც აღივსნენ 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება