მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მომავლის ბიზნეს სკოლის“ 2021-2022 სასწავლო წლის ორივე კურსდამთავრებულმა - ქრისტინე სირდაძემ და ქრისტი ანაკიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ქრისტინე სირდაძე სწავლას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით გააგრძელებს. ქრისტი ანაკიძემ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და სახელმწიფო დაფინანსებით ქართული ფილოლოგიის განხრით ისწავლის.
სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„მომავლის ბიზნეს სკოლას“ 2021-2022 სასწავლო წელს ჰყავს ორი კურსდამთავრებული - ქრისტინე სირდაძე და ქრისტი ანაკიძე. ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.
„მომავლის ბიზნეს სკოლა“ ულოცავს ქრისტინესა და ქრისტის დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ სტუდენტობას“,- ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს გახდა ცნობილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“