მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მაშინვე დაიწყება, როდესაც პედაგოგთა გამოცდების აპელაციების შედეგები გამოქვეყნდება.
ზოგიერთმა უნივერსიტეტმა პროგრამის გავლის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაცია უკვე გამოაცხადა. პედაგოგობის მსურველებს, რომლებმაც მასწავლებლის საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, უფლება აქვთ, საბუთები რამდენიმე უნივერსიტეტში შეიტანონ, ასეთ შემთხვევაში მათი 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის შანსი იზრდება.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება, თუმცა თითოეულ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მისაღებად ლიმიტი აქვს დაწესებული. წარმატებული გასაუბრების მიუხედავად შესაძლოა, ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში ყველა ვერ მოხვდეს, ამიტომ პროგრამის გავლის მსურველებმა, უმჯობესია, ბედი რამდენიმე უნივერსიტეტში სცადონ და შესაბამისი შიდა გამოცდები ჩააბარონ.
60-კრედიტიან პროგრამაზე ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში რეგისტრაცია ერთ-ერთ უმაღლესში ჩარიცხვის შანსს ზრდის, იმ შემთხვევაში კი თუ სტუდენტი შიდა გამოცდას წარმატებით ორ ან მეტ უმაღლესში ჩააბარებს, მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, სად გააგრძელოს მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სწავლა.
იხილეთ ასევე: სად შეგიძლიათ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე უფასოდ სწავლა - გაეცანით უმაღლესების ჩამონათვალს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ