მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ლალი დაგარგული საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, გიგი ქარდავა სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს, იკა ბოხუა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რატი ლატარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია, მათე პაჭკორია კი საქართველოს უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტით ისწავლის.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„ლალი დაგარგულია - საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი, გიგი ქარდავა- ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იკა ბოხუა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რატი ლატარია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათე პაჭკორია - საქართველოს უნივერსიტეტი (50%-იანი გრანტით) - ეს ახალგაზრდები ჩვენი სკოლის ის კურსდამთავრებულები გახლავთ, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ეროვნული გამოცდები და დღე-დღეზე შეაღებენ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების კარებს. გახდე სტუდენტი, რჩეულთა ხვედრია. გილოცავთ, ძვირფასებო, ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ, რომ წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური მომავალშიც. წინსვლა და გამარჯვებები მუდამ! გვჯერა, თქვენი სახით ქვეყანა მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს შეიძენს. ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა