სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა შეადგინონ სკოლებმა კურიკულუმი - 5 საკვანძო სიტყვა
01-09-2022
-
+


სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ კურიკულუმი უნდა შეადგინოს; მის მნიშვნელობას დეტალურად განმარტავს ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული კურიკულუმი წარმოადგენს სკოლებისთვის გეზის მიმცემ ზოგად ჩარჩოს, ეროვნულ საგანმანათლებლო მეგაპროექტს, რომლის განხორციელების იმდენი გზა არსებობს, რამდენი სკოლაცაა კონკრეტულ საგანმანათლებლო სისტემაში. შესაბამისად, მისი (ეროვნული კურიკულუმის) არსებობა აუცილებლად გულისხმობს სასკოლო კურიკულუმის არსებობასაც.

სკოლებმა საკუთარი  პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებების, ადგილობრივი სასკოლო თემის მოლოდინების, სკოლასა თუ ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით უნდა შეიმუშავონ სასკოლო კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კურიკულუმის, მისი ხედვისა და ფილოსოფიის კონკრეტული სკოლის კონტექსტში რეალიზებას. მან, ფორმალური (საგაკვეთილო) და არაფორმალური (კლასგარეშე, ანუ ექსტრაკურიკულური) კომპონენტების გამოყენებით, თითოეულ მოსწავლეს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი  აქტივობები, რომლებიც მჭიდროდ დაუკავშირდება, შეავსებს და გაამდიდრებს მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ხელს შეუწყობს მოზარდთა მრავალმხრივ „წრთობას,“ მათი გონებრივი, ფიზიკური, ემოციური თუ სოციალური ძალების „ლესვასა“ და განვითარებას. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იქცეს სკოლა მომავალი მოქალაქის ფორმირების კერად.  

სასკოლო სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც სკოლის „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს. მასში აისახება ინფორმაცია, როგორც სკოლის მისიასა და მიზნებთან, ისე სასწავლო პროცესსა და სკოლის საორგანიზაციო კულტურასთან დაკავშირებით.

2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში სასკოლო სასწავლო გეგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად ორიენტირებს სწავლა-სწავლების მიზნებთან და სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზნების დაკონკრეტება კი სასკოლო კურიკულუმის დონეზე ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე - რას აკეთებს კონკრეტული სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად/მისი მოთხოვნების პრაქტიკაში განსახორციელებლად?

სასკოლო კურიკულუმზე მუშაობისას საკვანძო სიტყვებია: ადგილობრივი საჭიროებები და შესაძლებლობები, ჰოლისტური მიდგომა, განვითარება, მონაწილეობითობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება