„მრავალფეროვან და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“- შაუმიანის N2 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
აბიტურიენტები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ქართული სექტორის კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ უნივერსიტეტებში განაგრძობენ:
სალომე წულუხაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი / ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია;
ქრისტინე დრულევი -️ საქართველოს უნივერსიტეტი / სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოს უნივერსიტეტი.
️რუსული ენის სექტორის წარმატებული აბიტურიენტებიდან ორმა სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა.
კიმა კარამიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი / 100%;
სუსანა იგიტიანი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / 100%;
ანაიდა კარაპეტიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კაროლინა აკოპიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
გიორგი რესტევანიანი - ერევნის მენეჯმენტის უნივერსიტეტი.
„ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩარიცხვას, მრავალფეროვან და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო