მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ცდილობენ, მოსწავლეებს მორთული და გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრონ. ზოგიერთი მათგანი ოთახის კარს ფერადი ყვავილებით ან პეპლებით რთავს და მათზე მოსწავლეების სახელებს აწერს, ზოგი - ყველა ბავშვის მერხთან ფერად ბუშტსა და ლამაზად შეფუთულ წიგნებს დებს. კლასის მორთვისთვის უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, ეს მასწავლებლის სურვილსა და შემოქმედებით უნარებზეა დამოკიდებული.
კლასს სწორად შერჩეული სასწავლო რესურსებიც ალამაზებს და თუ მათ ორიგინალურ ნამუშევრებსაც დაუმატებთ, მოსწავლეებს ნამდვილად გაახარებთ.
გიზიარებთ საკლასო ოთახის მორთვის იდეებს, რომლებიც არა მხოლოდ სასწავლო წლის პირველ დღეს, არამედ სხვადასხვა სეზონის აღსანიშნადაც გამოგადგებათ. ფოტოებში ასევე იხილავთ რესურსებს (დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის), რომლებიც საკლასო ოთახს უფრო გაახალისებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ