სიახლეები
სიახლეები

რა აქტივობები შევთავაზოთ მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველ დღეს? - რეკომენდაციები პედაგოგებს
13-09-2022
-
+


სასწავლო წლის პირველი დღე ემოციურად დატვირთულია. ამ დღეს მოსწავლეები მონატრებულ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს უბრუნდებიან.

არანაკლებ ამაღელვებელია პირველი დღე პედაგოგებისთვისაც. ზოგიერთი მათგანი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს პირველად უნდა შეხვდეს, ზოგი კი კარგად ნაცნობ ბავშვებს რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდება.

სასწავლო წლის პირველ დღეს გაკვეთილების ახსნას თითქმის არცერთი მასწავლებელი იწყებს, ეს დღე უმეტესად იმაზე საუბარს ეთმობა, თუ ვინ როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები, თუმცა ამ თემის განხილვა რომ არც უინტერესო გახდეს და არც ხმაურში გადაიზარდოს, პედაგოგმა საგაკვეთილო აქტივობები სწორად უნდა დაგეგმოს.

დამეთანხმებით, მთელი კლასის წინაშე პედაგოგის მიერ დასმული კითხვა „როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“ და შემდეგ წამოძახილები არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია, ამიტომ გიზიარებთ აქტივობებს, რომლითაც სასწავლო წლის პირველ დღეს ეფექტურად დაგეგმავთ.

მოსწავლეებთან შეხვედრა - ბავშვებს აუცილებლად შეხვდით ღიმილით, თბილად და თანაბარი ყურადღება გამოიჩინეთ ყველას მიმართ. თუ კლასში ახალი მოსწავლე გყავთ, წარადგინეთ კლასის წინაშე, გამოხატეთ დადებითი განწყობა მის მიმართ და ეცადეთ, ის დანარჩენ მოსწავლეებთან პირველივე დღეს დააახლოვოთ.

„როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“ - ამ თემაზე შესაძლოა, ისეთი აქტივობა დაგეგმოთ, რომელიც საუბარში ყველა მოსწავლეს ჩართავს და ამავდროულად, კლასში ხმაურს არ გამოიწვევს. მაგალითად: სთხოვეთ მოსწავლეებს, ფერად ფურცლებზე დაწერონ საკუთარი სახელები, შემდეგ ფურცლები დაკეცეთ და მოათავსეთ ერთად, აურიეთ ხელით და პირველი ფურცელი თავად გახსენით, რომელი მოსწავლის სახელიც ეწერება, ზაფხულის ამბების მოყოლას ის დაიწყებს, საუბრის დასრულების შემდეგ კი ეს მოსწავლე ამოარჩევს დაკეცილი ფურცლებიდან ერთ-ერთს.

კითხვა „როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“ ზოგად პასუხს მოითხოვს, ამიტომ შეგიძლიათ, თემა უფრო გაამრავალფეროვნოთ და მოსწავლეებს შემდეგი კითხვები შესთავაზოთ:

  • მოგვიყევი ზაფხულის ერთი დღე, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...
  • რას უთმობდი ყველაზე მეტ დროს არდადეგების პერიოდში?
  • სად და ვისთან ერთად ისვენებდი?
  • გვიამბე იმ ადგილის შესახებ სადაც დაისვენე...
  • სად ისურვებდი წასვლას შემდეგ ზაფხულს?

სასკოლო განწყობის შექმნა - სასწავლო წლის პირველი დღე მხოლოდ ზაფხულის ამბებზე საუბარს რომ არ დაეთმოს, დაგეგმეთ ისეთი აქტივობაც, რომელიც მოსწავლეებს სწავლისთვის განაწყობს. მაგალითად: დაურიგეთ ბავშვებს  კითხვარი და სთხოვეთ, შეავსონ. კითხვები კი შემდეგნაირი შეიძლება იყოს: თუ რას ელიან ახალ სასწავლო წელს სკოლაში, რის სწავლას ისურვებდნენ, სად/რის სანახავად წავიდოდნენ თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად? რას შეცვლიდნენ საგაკვეთილო პროცესში?

თუ მოსწავლეებს პირველად ხვდებით, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ. ჰკითხეთ სახელისა და გვარის დასახელების შემდეგ თქვან, რა უყვართ/მოსწონთ ყველაზე მეტად? მაგალითად: დაასახელე 3 რამ, რაც ყველაზე მეტად გიყვარს/მოგწონს. მოსწავლეებსაც მიეცით უფლება, თავად დაგისვან შეკითხვები, თუ რა აინტერესებთ თქვენ შესახებ: განათლება, გამოცდილება, რა გიყვართ, რაზე ბრაზდებით ა.შ. უპასუხეთ გულწრფელად. სასურველია, რომ თქვენი სასაუბრო ტონი თბილი და მეგობრული იყოს, რათა ბავშვები თქვენ მიმართ დადებითად განეწყონ.

თქვენ რა აქტივობებს გეგმავთ ხოლმე სასწავლო წლის პირველ დღეს? - გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

იხილეთ: სწავლის ფორმატთან და თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება