მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის N1 საჯარო სკოლის 20 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან 20 მოსწავლე აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასურველ სასწავლებელში, მათგან ორმა: ნინო სამუკაშვილმა და თეონა თედეშვილმა 100% -იანი გრანტი მოიპოვა. სამი: ქეთი ერთგულაშვილი, ლუკა დედაბრიშვილი და ნუნუკა კოტორაშვილი უნივერსიტეტში სწავლას 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებენ, მარი ოტიაშვილი და ქეთევან ხოზბერუაშვილი კი 50%-იანი გრანტის მფლობელები არიან.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის ამ ლამაზმა ჟესტმა გულწრფელი სიხარულითა და მადლიერებით აავსო მთელი სკოლა