მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ქრისტინა მარტიროსიანმა და სიუზანა თემურაზიანმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას ჩვენი სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ქრისტინა მარტიროსიანს (100%-იანი სახელმწიფო გრანტი), სიუზანა თემურაზიანს (100%-იანი დაფინანსება), გოგი ზანგინიანს, ვაზგენ შლეპჩიანს ასევე 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულს - ჯამილია ბაღანდალიევას.
ვუსურვებთ, რომ გახდნენ საუკეთესო სტუდენტები და გულმოდგინედ შეისწავლონ თითოეული დავალება. დაე, მათი ყოველი დღე სავსე იყოს ნათელი შთაბეჭდილებებით, სასარგებლო ცოდნით, საოცარი აღმოჩენებით. ვუსურვებთ მათ მოთმინებას, ჯანმრთელობას, ძალას და ენერგიას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“