მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის 16 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის სკოლის ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. ანა ჯაბნიძეს უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაუფინანსდება, ბექა ბერიძე და ზაზა ლაზიშვილი კი 70%-იანი გრანტის მფლობელები არიან.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„ბობოყვათის საჯარო სკოლა ულოცავს 16 წარმატებულ სტუდენტს წარმატებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსნები სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას. ესენი არიან - ანა ჯაბნიძე (100%), ბექა ბერიძე (70%) და ზაზა ლაზიშვილი (70%). წარმატებები, გვიყვარხართ და გვეამაყებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით