მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სალომე ქურდიანმა, მარიამ დევდარიანმა, მაკა ქურდიანმა და ლელა ჯაჭვლიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„მულახის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი და პედკოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სალომე ქურდიანს, მარიამ დევდარიანს, მაკა ქურდიანს და ლელა ჯაჭვლიანს, რომლებიც წარმატებით ჩაირიცხნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ალტერბრიჯის და სოხუმის უნივერსიტეტებში. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სტუდენტობის გზაზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა