სიახლეები
სიახლეები

სად უნდა ნახონ მასწავლებლებმა პროექტების ნიმუშები - რომელი სახელმძღვანელო დაეხმარება პედაგოგებს ახალ აქტივობაში
17-09-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება 4 საგანში. პროექტებზე მუშაობის პროცესში და წარდგენის დროს მოსწავლეებს მიეცემათ განმავითარებელი უკუკავშირი წერილობით და/ან ზეპირი ფორმით.

სწავლა-სწავლების მიზნები - პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რომელიც შესაძლოა სავალდებულოდ არ იყოს დაფარული საგნების სტანდარტებით. პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, პროექტების განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს.

ნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეა/მიზანი, თემატიკა და მოსალოდნელი შედეგები მოიაზრებდეს კავშირს სკოლის განვითარებასთან; ითვალისწინებდეს სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობას და ჩართულობას; ასევე სასურველია, პროექტის განხორციელებამ განავითაროს თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სასწავლო შინაარსი -სამოქალაქოგანათლებაში შეიძლება ოთხი ტიპის პროექტი განხორციელდეს: ინფორმირება, ადვოკატირება, ქველმოქმედება, ინფრასტრქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ხელოვნებასა და
მუსიკაში პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, იყოს სამეწარმეო ტიპის პროექტი ან კვლევა (მაგ. საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, საქართველოს რომელიმე მხარის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა, ეთნო-ტურიზმი და ტრადიციული მუსიკა, პერფორმანსი, ტექნიკური პროგრესის, სამეცნიერო მიღწევების გავლენა ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე/მუსიკაზე, არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა). დეტალურად პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულ ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების პროექტების სტანდარტებში (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა).

მასწავლებლებს პროექტების განხორციელების პროცესში დაეხმარებათ მასწავლებლის სახელმძღვანელოები, სადაც მოცემულია საპროექტო ნიმუშები.

იხილეთ: სკოლებში სავალდებული პროექტით სწავლა 4 საგანს შეეხება - სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება