მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო სამზადისი უკვე დაწყებულია, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი კი მოსწავლეებისთვის ჩანთის შერჩევაა. ის მოსახერხებელი, რაც შეიძლება კომპაქტური და გამძლე უნდა იყოს. ხშირად მშობლები და შვილები ჩანთას ერთად არჩევენ, თუმცა არ იციან, რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ.
ჩვენ გიზიარებთ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა ფაქტორების მიხედვით უნდა შეარჩიოთ ზურგჩანთა.
ხარისხი
სკოლის ზურგჩანთების ყველაზე ფართო არჩევანი ხელმისაწვდომია სკოლამდელი ვაჭრობის სეზონზე. ამ დროს თქვენ ნახავთ პროდუქციასაც, რომელთა ხარისხი და ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომაც, მათი შერჩევა უნდა იცოდეთ. სხვაგვარად, შეიძლება ჩანთა ერთ თვეში უკვე გამოუსადეგარი იყოს.
ზურგჩანთა შიგნით და გარეთაც შეამოწმეთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:ჩანთის ზომა სწორად უნდა შეარჩიოთ
ზურგჩანთის სიგანე ადამიანის სიგანის პროპორციული უნდა იყოს. მაგალითად, პატარა ბავშვმა არ უნდა აირჩიოს ზრდასრულის ზომის ჩანთა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მისი სიგრძეც. ჩანთა წელზე ოდნავ ზემოთ უნდა ჩერდებოდეს.
შეარჩიეთ ჩანთა, რომელსაც ფართე სახელურები აქვს
ზურგჩანთა, რომელსაც ფართე სახელურები აქვს, მხრებს ზედმეტი წნევისგან იცავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ჩანთის ტარებისას ორივე სახელური გამოიყენოს, რათა წონა თანაბრად გადანაწილდეს.
მოძებნეთ ჩანთა, რომელსაც შედარებით ბევრი ჯიბე აქვს
ბევრჯიბეებიან ჩანთაში წონის გადანაწილება შედარებით უფრო მარტივია. შესაბამისად, მოსწავლეც ნაკლებად დაიტვირთება.
შეძენამდე ჩანთა დატესტეთ
მაღაზიაში იმ ნივთების ნაწილი მაინც წაიღეთ, რომელთა ჩალაგებასაც ჩანთაში ყოველდღიურად აპირებთ და ჩანთა დატესტეთ.
თქვენი შვილის სტილი აუცილებლად გაითვალისწინეთ
მოსწავლემ ჩანთა სკოლაში ყოველ დღე უნდა ატაროს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის მის სტილს ემთხვეოდეს. შესაძლოა, თქვენ სხვა ჩანთა მოგწონეთ, მაგრამ, პირველ რიგში, შვილი სურვილები უნდა გაითვალიწინოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.