სიახლეები
სიახლეები

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად მასწავლებლებს ორი კვირა აქვთ - ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისგ-ს შემუშავებაში?
06-09-2022
-
+


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმაა და ის სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

როდისაა საჭირო ისგ-ის შედგენა და რას უნდა მოიცავდეს ის?

სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლა მოსწავლეს შეფასებისთვის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან გადაამისამართებს, ხოლო მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება რეკომენდაცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესახებ.

ისგ მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. ის უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

რომელ მასწავლებლებს ევალებათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა?

სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.

სკოლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი ვალდებულია, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მანამდე უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში შექმნას ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა.

ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

  • სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;
  • საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
  • სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;
  • სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
  • საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობას უნდა უწევს სსსმ მოსწავლის დამრიგებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება