მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ირაკლი კვარაცხელიამ და მარიამ ფაჩულიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
ირაკლი კვარაცხელია სწავლას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე გააგრძელებს. მარიამ ფაჩულიამ კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„დირექცია და პედაგოგები გილოცავთ წარმატებებს ჩვენო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ დაგეპყროთ წარმატების მწვერვალები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე იქნება. ბედნიერი მომავალი იყოს თქვენი მეგზური. არასოდეს გაჩერდეთ, თქვენი მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ. გზას დაგილოცავთ წარმატებებისკენ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა