მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ სპეციალობებზე ჩაირიცხნენ.
სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აგრძელებს 9 კურსდამთავრებული - ნინი ბერძული, ვიკა ზიბზიბაძე (აჯამეთის კორპუსი), ტატო დევიძე, ცისანა კვინიკაძე, რეზო კვინიკაძე, დავით მშვენიერაძე, ერეკლე მშვენიერაძე, თინათინ ოსაძე და გიორგი ჭულუხაძე (ცხენთაროს კორპუსი). მათ შორის 4 ჩაირიცხა უფასო ფაკულტეტზე.
აღსანიშნავია, რომ ცხენთაროს საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს 12- მა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლას წელს ჰყავს ოქროსმედალოცნებიც. სკოლა წარჩინებით ნინი ბერძულმა და ვიკა ზიბზიბაძე (აჯამეთის კორპუსი) დაამთავრეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა