მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
მათ შორის 7-მა მოსწავლემ - პაატა ჯოხაძემ, აკაკი ხიჯაკაძემ, ლუკა პირველაშვილმა, არჩილ ჟღენტმა, ნიკა ურჩაძემ, კესო სამყურაშვილმა და ანი ვაჭარაძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვა. მათგან 5-მა მათგანმა მე-12ბ კლასი დაამთავრა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს. მაღალი შედეგებით გაგვანებივრეს ჩვენმა მოსწავლეებმა. შრომამ შედეგი გამოიღო და ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები ელოდება მათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 100% გრანტის მფლობელი, აწ უკვე სტუდენტების მონაპოვარი.
ასევე გვყავს ბევრი 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელები. ყველას ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და მორიგ წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა