მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა - ანა ბერიძემ, გრაცია ჯორთმენაძემ, დათო ძნელაძემ და დათო სურგულაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლბლებში მათთვის სასურველ სპეციალობებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ანა ბერიძეს, გრაცია ჯორთმენაძეს, დათო ძნელაძეს, დათო სურგულაძეს გილოცავთ სტუდენტობას!
ცხოვრების ყველა საფეხური წარმატებით აგევლოთ, ჩვენო ნიჭიერებო. ფერადი, ხალისიანი, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი დღე. გვეამაყებით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა