მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა - შალვა პერანიძემ, ნუნუკა ქლიბაძემ, ნინი მჭედლიძემ, ლანა ღავთაძემ, ანანო საცერაძემ, ნინი ხარატიშვილმა, გვანცა მგელაძემ და რუსუდან ფერაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„დილიკაურის საჯარო სკოლის დირექციის და მასწავლებლების სახელით ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას. ჩვენს სკოლის მოსწავლეებს - შალვა პერანიძეს, ნუნუკა ქლიბაძეს, ნინი მჭედლიძეს, ლანა ღავთაძეს, ანანო საცერაძეს, ნინი ხარატიშვილს, გვანცა მგელაძეს და რუსუდან ფერაძეს. გვჯეროდა, რომ ნამდვილად შეძლებდით ამას, კიდევ და კიდევ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას! ვამაყობთ თქვენით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა