მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
5-9 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის" – ფარგლებში სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრებს ამჯერად დასავლეთ საქართველოში მართავს.
5 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ქუთაისსა და სამტრედიაში. პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ჯელაძემ ამ ქალაქებიდან პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა საცდელი ტესტირების შედეგები. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან, მის სპეციფიკასთან დაკავშირებით და პროექტის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით მის ავტორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
მსგავსი სამუშაო შეხვედრა სკოლების წარმომადგენლებთან მომდევნო დღეებში ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ბათუმსა და ქობულეთშიც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით პროექტის ფარგლებში ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.
პროექტის შესახებ: პროექტზე – „შეფასება განვითარებისათვის“ – მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება), ასევე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). ელექტრონული პლატფორმის სისტემურ ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე მთელ სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი