მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ყოველთვიური 50-ლარიანი დახმარება.
„სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 50 ლარიან (თითოეულ ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას.
ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები), წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულწლოვანს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ქვეპროგრამით სარგებლობის ვადები განისაზღვრება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ