მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარიამ ჩიქობავა - სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას აკეთებს.
მისი განცხადებით, სახელმძღვანელოების შემუშავებაში მონაწილეობენ კერძო გამომცემლობები და საავტორო ჯგუფები; „სახელმძღვანელოს ხარისხზე ზრუნვა იწყება გრიფირების გამოცხადებისთანავე, სახელმძღვანელოებს აფასებს რეცენზენტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები... ისინი სახელმძღვანელოებს აფასებენ მეთოდიკური, შინაარსობრივი გამართულობის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად საინტერესოდაა მოწოდებული ტექსტები, რამდენად შეესაბამება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებას, რამდენად საინტერესო დავალებებია ასახული...
გრიფირებული სახელმძღვანელოები გადაეცემა სკოლებს - სახელმძღვანელოს ირჩევს მასწავლებელი, პედაგოგები იკრიბებიან კათედრაზე, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და იღებენ გადაწყვეტილებას.
შესაძლებელია, დროთა განმავლობაში მასწავლებელმა, კათედრამ, სკოლამ, დროთა განმავლობაში, შეცვალოს თავისი არჩევანი, თუ შეხედავს რომ სხვა ალტერნატიული სახელმძღვანელო უფრო მეტად შეესაბამება მის სტრატეგიებს, მეთოდებს, კლასის საჭიროებებს... მას შეუძლია მოგვმართოს, სამინისტროს და ჩვენ, ამ ცვლილებას დავუკმაყოფილებთ.
არ არის აუცილებელი სახელმძღვანელოში ყველა პარაგრაფის გავლა, რადგან სახელმძღვანელო არ არის სტანდარტი; მასწავლებლისთვის სავალდებულოა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული მიზნები, ხოლო ამ მიზნების მიღწევის გზაზე მან შეიძლება გამოიყენოს, როგორც გრიფირებული სახელმძღვანელოები, ისე სხვა დამხმარე რესურსები - ელექტრონული, ბეჭდვური... ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება - მასწავლებელმა არ უნდა დაავალდებულოს მშობელი, იყიდოს დამატებით რესურსი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი