სიახლეები
ინტერვიუ

„არ შეიძლება ერთ კლასში სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვები ისხდნენ“ - ინტერვიუ 2 მოსწავლის მშობელთან
03-04-2018
-
+


შორენა გვირჯიშვილი ორი შვილის,  მე-7 და მე-5 კლასის მოსწავლეების დედაა. ორივე კერძო სკოლაში დაჰყავს, რადგან დარწმუნებულია, რომ იქ უფრო დაცულები არიან. შორენამ ბავშვების განათლების საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-ს საკუთარი შეხედულებები გაუზიარა.

- ჩემი შვილების კერძო სკოლაში შეყვანის მიზეზი, პირველ რიგში, დისციპლინაა, რომელიც საჯარო სკოლებს ნამდვილად აკლიათ. ვხედავ, სწავლის პერიოდში როგორ დადიან ბავშვები ქუჩასა თუ პარკებში. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს ჩემი შვილი ნამდვილად სკოლაშია და არა - ქუჩაში. ასევე, ძალიან მომწონს, კერძო სკოლებში ბავშვებს ერთნაირი ფორმა რომ აცვიათ. გარდა იმისა, რომ ბავშვი უფრო მოწესრიგებული ჩანს, გაცილებით იაფი ჯდება ბავშვის ტანსაცმელი, ვიდრე სხვადასხვა სამოსი რომ ჩააცვა ყოველდღე. თუ მეცოდინება, რომ საჯარო სკოლაში სიარული უსაფრთხოა და სწავლა შესაბამისი, ნამდვილად აღარ გავწევ იმ ხარჯს, რომელსაც ვეწევი კერძო სკოლაში გადასახადის საფასურის გადახდით. ძალიან ბევრ რამეს ვიკლებთ, რომ ბავშვის განათლებასა და სწორ აღზრდაში ჩავდოთ ფული. ამ დროს კიდევ იმაზე რომ ვიფიქროთ, ბავშვი არ დაიჩაგროს კლასელების გვერდით, რადგან მათ ცნობილი ბრენდის სამოსი აცვიათ, აუტანელი გახდება ჩვენი მდგომარეობა. მერე დასცინიან და ოჯახი იძულებულია, შეუძინოს და ა. შ. 

- რაც შეეხება სწავლის პროცესს?

- არ შეიძლება ახლა იმ პრინციპით ვასწავლოთ ბავშვებს, როგორითაც ჩემი თაობის ადამიანები სწავლობდნენ. კი შევიდა გარკვეული ცვლილებები ახსნის თუ მოყოლის პროცესში, მაგრამ, იცით, რას მინდა, რომ მივაღწიოთ? ის 6 საათი, რომელსაც ბავშვი სასწავლო პროცესისთვის ხარჯავს, სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმ დღისთვის და აღარ უნდა ხდებოდეს ბავშვის დატვირთვა სახლში საშინაო დავალებებით, რათა გაცილებით მეტი დრო დარჩეს სპორტისთვის, ხელოვნებისა თუ გართობისთვის. ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ჰოლანდიაში არ არსებობს საშინაო დავალება და იქ განათლება გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სასწავლო პროცესი სახალისო უნდა იყოს და არა - იძულებითი. ბავშვს ამა თუ იმ საგნის სწავლებისას გარკვეული სტიმული უნდა ჰქონდეს. 

- კერძო სკოლებთანაც გაქვთ მსგავსი შენიშვნები?

- რა თქმა უნდა?! არ შეიძლება ერთ კლასში 20 თუ 30 სხვადასხვა დონის ბავშვი იჯდეს. ზოგი სხარტად აზროვნებს, ზოგი - გაცილებით ნელა. ზოგს სხვა შესაძლებლობა აქვს. გონებრივი შესაძლებლობები უნდა დადგინდეს და ამის მიხედვით უნდა შედგეს კლასები. ერთი დონის ბავშვებთან თუ შესაბამისი სპეციალისტი იმუშავებს და სხვა დონის ბავშვებთან - სხვა, გაცილებით მაღალ შედეგს მივიღებთ. ხომ არ შეიძლება, თევზს ასწავლო ფრენა ან ხეზე ასვლა? მან უნდა იცუროს. ზუსტად ამ პრინციპით უნდა მივუდგეთ სწავლების პროცესსაც.

კერძო სკოლებში ძალიან გადატვირთულია პროგრამა  და მიდიან ძლიერი ბავშვების ტემპით. ამ დროს ვიღაც იჩაგრება. არადა, შეიძლება მას ბევრად მეტი უნარი აქვს სხვა სფეროში. ჩემი ვაჟი ტექნოლოგიურ სასწავლო ცენტრში დამყავს და იქ ზუსტად ასეა - თითოეულ ჯგუფში ჰყავთ ერთი დონის ბავშვები და განსაკუთრებული პროგრამით მუშაობენ. მწვერვალზე ყველა ადის, მაგრამ გზა არის განსხვავებული. ზოგს აქვს უნარი, რომ პირდაპირ ააჭრას და ავიდეს მწვერვალზე, მაგრამ არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც შემოვლითი გზით უნდა ატარო და იქ ისე აიყვანო. შესაბამისად, განათლების სამინისტროც ამ პრინციპით უნდა მიუდგეს სკოლებს. ბავშვების დონის მიხედვით უნდა განისაზღვროს პროგრამები. 20-დან ერთი თუ ვერ იგებს რაიმე ამოცანას, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები შესაძლებლობები აქვს?! მას სხვა კუთხით ექნება გონება განვითარებული და იმ კუთხიდან უნდა მივუდგეთ. ამ დროს კი იჩაგრება.
 
ჩემს შვილებს არ რჩებათ დრო, რომ სპორტსა თუ სხვა წრეებზე იარონ. დილიდან ღამემდე სწავლობენ. ისედაც ყველა ბავშვისთვის ნაძალადევია სწავლის პროცესი და ასეთი დატვირთვა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას და ბევრად ნაკლები აქვს შედეგიც - ისიც მოასწროს, ესეც, ის დაწეროს და ა. შ. და ამ რაოდენობაში უკვე ხარისხი იკარგება. გაკვეთილები ისე უნდა წარიმართოს, რომ ბავშვი თვითონ იყოს დაინტერესებული, რომ მოუსმინოს მასწავლებელს, რაღაც გაიგოს და გართობაზე არ იფიქროს. მონდომების ამბავია, რომ გატარდეს შესაბამისი რეფორმა, რათა განათლებული თაობა მივიღოთ. უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და რაც კარგია, მივიღოთ. სახელმძღვანელოები გაჟღენთილია გაუგებარი ტერმინოლოგიით, რაც ბავშვებისთვის გაუგებარია და, შესაბამისად, საგანიც მიუღებელი ხდება. ძალიან მინდა, ჩვენს შვილებს სკოლაში წასვლა და გაკვეთილებზე ჯდომა უხაროდეთ...

Etaloni.ge-ს პოზიცია აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება