მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N143 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის არიან 100, 70, 50-პროცენტიანი გრანტის მფლობელები.
სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე და პედაგოგები მოსწავლეებს გამოცდებზე მოპოვებულ წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა 143-ე საჯარო სკოლის ცხოვრებაში. ეს სკოლა ის ადგილია, სადაც შრომა, თავისუფალი აზროვნება და სწორი ღირებულებები ხვდება ერთმანეთს, სადაც ჩვენი მოსწავლეები იძენენ ისეთ უნარებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, შეაღონ ნებისმიერი კარი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ პროფესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს მისაღები გამოცდები, როგორც ტექნიკურ და ჰუმანიტარულ, ასევე ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტებზე. მათ მიერ აღებული გრანტები (100%, 70%, 50%), სწორედ, ამას მოწმობს.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!.
ვულოცავთ მათი წარმატებით გახარებულ მასწავლებლებს, მშობლებს!..
ბედნიერ, წარმატებულ წლებს გისურვებთ და გჯეროდეთ, შრომით, ძალისხმევითა და მონდომებით მიღწეული თქვენი შედეგი ყოველთვის გაგვახარებს.
წინ ახალი ასპარეზია, ახალი გამოწვევები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
თქვენ იცით, რომ ეს არ არის ადვილი გზა, ეს მზიან- ჩრდილიანი გზაა, მაგრამ გვჯერა, ღირსეულად გაივლით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენი სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ მომავალში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ