სტუდენტების საყურადღებოდ - ჩარიცხვა დამოკიდებულია შიდა კონკურსის შედეგზე, სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით - რეგისტრაცია 7 სექტემბრს სრულდება
06-09-2022
დაკოპირებულია
-
+
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების (სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური) შედეგები ცნობილია, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტურის შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მნიშვნელოვანია!
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სტუდენტებს:
ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური;
მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური;
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე - გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ:
მობილობის ელექტორნულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე.
შესაბამისად აღნიშნული ვადის დასრულებამდე მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი