მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის თერთმეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებს.
„ურეკის საჯარო სკოლა არ ღალატობს ტრადიციებს. დღეს ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების რიგებს თერთმეტი სტუდენტი შეემატა. ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, გილოცავთ მთელი გულით. იცოდეთ, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, წინ ძალიან ლამაზი წლები და უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ. გვიყვარხართ და გვეამაყებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“