სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის მიღწევები - სამინისტრო პედაგოგებს მიმართავს
06-09-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი პედაგოგებს ინსტრუქციებს აძლევს ისეთ თემებზე, როგორიცაა მოსწავლეთა შეფასება. 

რა შემთხვევაში მიიჩნევა შედეგი მიღწეულად? როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის მიღწევები?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, წარმოვიდგინოთ ორი მოსწავლე, რომელთაც დაევალათ შეისწავლონ ისტორიიდან ახალი საკითხი და შეასრულონ კომპლექსური დავალება ამ საკითხთან დაკავშირებით. 

დავალება- წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ თამარის ეპოქაში. აღწერეთ ყუთლუ- არსლანის დასის გამოსვლა მეფის მოწინააღმდეგე ისტორიკოსის თვალით.

საკითხი, რა თქმა უნდა, უნდა მოიცავდეს ქვესაკითხებს, რომლებიც საგნის სამიზნე ცნებებს უკავშირდება და ანალიტიკურ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში დაეხმარება.


რა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირველმა მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად შეასრულა დავალება, ანუ სიღრმისეულად გაიაზრა უცნობი საკითხი, მეორემ კი - არა.

ამის გაანალიზებაში ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის ტაქსონომია გვეხმარება. ამ ტაქსონომიის მიხედვით მოსწავლეს ქვესაკითხი ხუთ განსხვავებულ სიღრმეზე შეიძლება ჰქონდეს გააზრებული:

• პრესტრუქტურული
• უნისტრუქტურული
• მულტისტრუქტურული
• მიმართებითი
• აბსტრაქტული

შედეგი მიღწეულად ითვლება, თუკი მოსწავლე მიმართებით (ან აბსტრაქტულ) დონეზე იაზრებს სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქვესაკითხს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება