სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რომელი ყვავილები არ უნდა აჩუქოთ 15 სექტემბერს მასწავლებელს?
13-09-2022
-
+


15 სექტემბერი ახლოვდება. ამ დღეს მშობლებს სურთ შვილებს (განსაკუთრებით პირველკლასელებს) საზეიმო განწყობა შეუქმნან, მასწავლებლებისადმი პატივისცემა კი ყვავილებით გამოხატონ. იმ შემთხვევაში თუ სწავლის დაწყების დღეს ბავშვის სკოლაში გაშვება ყვავილებით გადაწყვიტეთ, რამდენიმე მარტივი რჩევა გამოგადგებათ. 

როგორი ყვავილები არ უნდა აჩუქოთ მასწავლებელს?

შროშანი, ქრიზანთემა, გვირილა, კალა, ზიზილა და გერბერა - ეს ის ყვავილებია, რომლებმაც, შესაძლოა, ალერგიულ ადამიანებს უხერხულობა შეუქმნან. ყველაზე მეტად უსაფრთხოდ ვარდი, ორქიდეა, ალსტრომერია, ტიტა, ნარცისი და სუკულენტები ითვლება.

ამასთან, გარდა ალერგიულობისა, გვირილა იმტვერება, ამიტომ, შესაძლოა, ყვავილმა პირველკლასელს თეთრი პერანგი დაუსვაროს. იგივე ეხება მასწავლებლის ზედატანსაც.

ასევე არ არის რეკომენდირებული მასწავლებლისთვის მკვეთრი სურნელის მქონე ყვავილების მირთმევა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თაიგული საკლასო ოთახში დღის ბოლომდე დარჩება, შესაძლებელია, რომელიმე ბავშვს თავი ასტკივდეს. 

როგორი ყვავილები მივართვათ მასწავლებელს?

ახალგაზრდა მასწავლებლისთვის ნაზი და ნათელი ფერების ყვავილების კომპოზიცია შეარჩიეთ ეს შესაძლოა იყოს ვარდისფერი ვარდები, ორქიდეები, ალსტრამერია. უფროსი თაობის მასწავლებლებს მოეწონებათ პოინები, ქრიზანთემები, გეორგინა, მკვეთრი ფერის ვარდები. 

გახსოვდეთ, ძვირადღირებული თაიგულით მასწავლებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ნუ შეეცდებით, რადგან სავარაუდოდ, დღის ბოლოს მასწავლებელს დაავიწყდება, რომელი ყვავილები ვინ მიართვა.

რა არის მოდაში?

ფლორისტიკის მთავარი ტრენდი წელს მინიმალიზმია. ყველაზე მოდურია ყვავილები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყურება, ისე თითქოს ბაღში ახლახან დაკრიფეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება