სიახლეები
სიახლეები

მოსწავლის განმავითარებელი შეფასების ინსტრუქცია და პრაქტიკული სავარჯიშო პედაგოგებისთვის
11-09-2022
-
+


როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის განმავითარებელი შეფასება, როგორ უნდა შევუწყოთ მოსწავლეს ხელი განმავითარებელი შეფასების გამოყენებით? - აღნიშნულ კითხვებს პასუხს ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი სცემს.

განმავითარებელი შეფასების წარმოებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:

• სწავლა-სწავლება და განმავითარებელი შეფასება არის განუყოფელი ნაწილი. თუკი მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში და ადეკვატურ უკუკავშირს აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებასაც აწარმოებს. ადეკვატურ უკუკავშირში იგულისხმება (1) მოსწავლის მიღწევებისა და პრობლემების კონკრეტული აღწერა; (2) გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით პროგრესზე და სამუშაო პროცესზე მკაფიოდ ორიენტირებული კომენტარი; (3) იმის ანალიზი, თუ რა უწყობს/უშლის ხელს მოსწავლის წინსვლას. ეს ანალიზი უნდა გულისხმობდეს მასწავლებლის თვითშეფასებასაც.

• გარდა ზემოთქმულისა, მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლის მიღწევების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს მშობლებს, კათედრის წევრებს, სკოლის ადმინისტრაციას. საამისოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმა, მათ შორის - შემაჯამებელი განმავითარებელი კომენტარი.

როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მიღწევების აღწერა? მოსწავლე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გზადაგზა სწავლობს ქვესაკითხებს. ამ პროცესში მას ხვდება გარკვეული ბარიერები, უშვებს შეცდომებს, რომელიც მას ხელს უშლის ცოდნის ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებაში ქვეცნებებთან და სამიზნე ცნებებთან მიმართებით. მასწავლებლის ამოცანაა, აღწეროს ეს პრობლემები და ჩამოაყალიბოს კომენტარი მათ გასაუმჯობესებლად.

სავარჯიშო:

ცხრილზე დაყრდნობით ივარაუდე, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნას საშუალო საფეხურის მოსწავლეს მეორე სვეტში მოცემული ქვესაკითხების გააზრებისას და მესამე სვეტში მოცემული ანალიტიკური შეკითხვების განხილვისას? გამოთქვი ვარაუდი, რა შეცდომები შეიძლება დაუშვას მასწავლებელმა ამ საკითხებზე მუშაობის პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება