სიახლეები
სიახლეები

რომელ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია? - ვადები და საგნობრივი მიმართულებები
07-09-2022
-
+


უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, ვინც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 60%-იანი ბარიერი გადალახა. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდის ჩაბარება.

მათ, ვინც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შიდა გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ზოგიერთი უნივერსიტეტი მხოლოდ დაფინანსებულ სტუდენტებს მიიღებს, ზოგი კი მსურველებს ფასიან კურსს სთავაზობს. მათთვის, ვინც სახელმწიფოსგან დაფინანსებულთა შორის ვერ მოხვდება, მოქმედებს შიდა დაფინანსებაც.

რომელ უნივერსიტეტებში და რა მიმართულებებზე შეგიძლიათ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა? გაეცანით რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას შემდეგი მიმართულებებით აცხადებს:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • რუსული ენა
  • ინგლისური ენა
  • ფრანგული ენა
  • გერმანული ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება

პროგამაზე ჩარიცხვის მსურველმა წარსადგენი დოკუმენტები 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს. პროგრამაზე მიღების წინაპირობა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე:

60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტშიც. პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური) - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური) - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური) - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მიმდინარეობს აკრედიტაცია
  • მუსიკა - მიმდინარეობს აკრედიტაცია

მსმენელების ნაწილს სწავლის საფასურს შიდა გამოცდის საფუძველზე უფარავს განათლების სამინისტრო, ნაწილი სარგებლობს უნივერსიტეტის 40%-იანი თანადაფინანსებით (სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია).

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში შემდეგ მიმართულებებზეა შესაძლებელი:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ფიზიკის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქიმიის მასწავლებელი;

დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მიმართულება:

  • ბუნებისმეტყველების მასწავლებლი
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის რუსული ენის მასწავლებელი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის თავისუფალ აკადემიაშიც, რეგისტრაციის ვადა 25 სექტემბრამდეა, საბუთების მიღება კი 26.09.2022 – 30.09.2022 პერიოდში იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება შიდა გამოცდას, ის 3 ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოს უნივერსიტეტში
მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა,
  • ინგლისური ენა,
  • ისტორია,
  • ფიზიკა,
  • მათემატიკა,
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება. წარსადგენი დოკუმენტაციისა და სასწავლო მოდულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 სექტემბერს დასრულდა, თუმცა  შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები 2022 წლის 7, 8 და 9 სექტემბერს ჩატარდება, პირველადი შედეგები კი 12 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ილიას უნივერსიტეტში 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულიენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები)

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

პროგრამაზე სწავლა ასევე შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება