მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორ ელენე ფუტკარაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- ფართოდ გაღებულ სკოლის კარებში სიხარულით შევეგებოთ ჩვენს თვალმარგალიტა გოგო - ბიჭებს...
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- წელს კონკურსით წესით ახალგაზრდა პედაგოგები მივიღეთ. ვურჩევ, სულით და გულით, სიყვარულით აკეთონ მამულიშვილური საქმე - მომავალი თაობის აღზრდა...
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები, ჩვენი სკოლის იმიჯი, წარმატებული მასწავლებლები...
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- უდიდეს პასუხისმგებლობას თითოეული ბავშვის წინაშე...
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- ორმხრივი კომუნიკაცია - მოსწავლე-მასწავლებელს შორის, გულისხმიერება, თანადგომა ყველა მოსწავლისადმი...
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- მშვიდობას ქვეყანაში, ჯანმრთელობას ოჯახებში, ჩვენი გოგო- ბიჭების წარმატებას აკადემიური სწავლისა და ყველა მიმართულებით...
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- როდესაც ახალგაზრდას უნდა დამეწყო პედაგოგიური საქმიანობა, გამოცდილი მასწავლებლის ჯადოსნური სიტყვები დამამახსოვრდა - „სითბო, სიმკაცრით“....ვცდილობ, ასე იყოს.....
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.