მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორის, მარგო ბალასანიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- სასწავლო წლის პირველ დღეს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის“ მიხედვით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს ჰიმნი ჟღერს და სახელმწიფო დროშა აღიმართება. ჩვენს სკოლაშიც 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს დროშის აღმართვითა და ეროვნული ჰიმნის გაჟღერებით ვიწყებთ.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- დამწყებ პედაგოგებს შევახსენებდი, რომ საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმა ორ ძირითად კომპონენტს მოიაზრებს: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას (გადამზადება) და ზოგადი განათლების შინაარსობრივ საკითხებს შედეგების კონტექსტში.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. მათ მოპოვებული აქვთ არაერთი სერტიფიკატი.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- კლასის ხელმძღვანელობა მეტად საპასუხიმგებლო საქმეა და ბევრ შრომას მოითხოვს. მათ შორის - საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მოსწავლეთა დასწრების გაკონტროლებას, მოსწავლეთა პროგრესის გასაუმჯობესებლად საგნის მასწავლებლებთან მუშაობას. ასევე ის ზრუნავს მოსწავლეა დისციპლინაზე, ორგანიზებას უკეთებს მოსწავლეებთან კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაობას, აწყობს კლასის შეხვედრებს, ადგენს კოლექტიურ შემოქმედებით ნაწარმოებებს, აწყობს გასვლით ღონისძიებებს თეატრში, საკონცერტო დარბაზებში, მუზეუმებში, მოსწავლეები მიჰყავს გამოფენებზე. ის ზრუნავს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და მოსწავლეთა საკეთილდღეოდ, სხვადახვა გარემოსდაცვით თუ საგანმანათლებლო აქტივობებს უკეთებს ორგანიზებას.მუშაობს მოსწავლეთა მშობლებთან და მათთან ერთად აკვირდება ბავშვების პროგრესს. ხვდება მათ როგორც ინდივიდუალურად, ისე აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს. დამრიგებელი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან და ამასთან, ეს ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობას.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- სასწავლო პროცესში აუცილებელია მულტიდისციპლინური განათლების გამოყენება. ასევე საგანმანათლებლო რესურსები (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და ა.შ.), როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სკოლამ განათლება ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. სკოლამ უნდა გაამდიდროს და მოსწავლეებს გააცნოს სკოლაში არსებული სხვადასხვა სასწავლო რესურსი და აუხსნას მათი გამოყენების წესები.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- მოსწავლეთა კიდევ უფრო მეტ წამატებას, ამისთვის სკოლაში ყველა პირობა შექმნილი. განათლება კარგი საქმეებისთვის უნდა გამოიყენო. ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ გახდე კარგი ადამიანი და ქვეყნის ღირსეული მოქალაქე. მინდა, რომ მოსწავლეც და მასწავლებელიც ოპტიმისტი იყოს ცხოვრებაში, რადგან ოპტიმიზმის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებ ჩემი პირველი მასწავლებლის რჩევას - მოთმინებით მოვუსმინო მომხსენებელს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანო დასკვნები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.