სიახლეები
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი არ შეუშინდნენ გამოწვევებს“- სვეტლანა რურუა, აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორ ​სვეტლანა რურუას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული. არ შევიმჩნიო ღელვა, რომელიც მუდმივად ახლავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...

- არ შეუშინდნენ გამოწვევებს. დაიხარჯონ ბოლომდე იმ საქმისათვის, რომელსაც ემსახურებიან. კარგად გაიაზრონ, რომ მათ აბარიათ ორი ყველაზე ძვირფასი რამ - ბავშვი და ქვეყნის მომავალი.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ...

- ის რომ, მიუხედავად უამრავი სირთულისა და გამოწვევისა ჩვენ შევდექით როგორც სკოლა, რომელმაც ბევრი ჯანსაღი სულის, ნათელი გონების და ქვეყნის მოყვარული ადამიანი შემატა სამშობლოს. ყოველი მათი წარმატება - ჩვენი წარმატებაა და მარცხსაც მათთან ერთად განვიცდით.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ...

- მიიღო და შეიყვარო ყოველი მოსწავლე ისეთი, როგორიც არის. ეცადო მათი კარგი თვისებები გამოკვეთო, დაუდგე გვერდით მაშინაც კი, როცა თავს მიტოვებულად და გარიყულად იგრძნობს. მიუდგე ინდივიდუალურად და ცოდნასთან ერთად მისცე საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენის ძალა.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- თუ როგორი საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება გაკვეთილი.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...

- მოსწავლეების ანთებულ თვალებს, სწავლის უდიდეს წადილს, ნაკლებ ავადობას და წარმატებას საგანმანათლებლო პროცესში.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...

- ეს არის ბ. კავერინის სიტყვები წიგნიდან „ორი კაპიტანი”- „იბრძოლე და ეძიე. ჰ​პოვე და უკან არ დაიხიო“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება