მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორ ნინელი ანანიაშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ...
- მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შევუქმნა საზეიმო და ხალისიანი განწყობა.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...
- გაითვალისწინონ კოლეგების უკუკავშირი.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- კვალიფიცირებული პედკოლექტივი და წარჩინებული მოსწავლეები.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- ჩაწვდეს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს სიღრმისეულად და იყოს მოსწავლის საყრდენი.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
-ყველა მოსწავლის აქტივობა.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობას, სასწავლო პროცესის მსვლელობას საკლასო ოთახებში, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- აღმზრდელი აღზრდილით ფასდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.