მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურსა და ქობულეთში 17 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ხელვაჩაურისა და ქობულეთის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდება.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდებათ.
შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს.
მეორე ტურში გადასული მოსწავლეები ხელვაჩაურში 2 მაისის, ხოლო ქობულეთში 3 მაისის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
უფროსკლასელების საყურადღებოდ: იხილეთ წესები და ჩაერთეთ კონკურსში.
დეტალური და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ „ეტალონის“ Facebook გვერდზე: www.facebook.com/etaloni
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?